თამარ გაბუნია: რაც უფრო წარმატებული იქნება ვაქცინაციის პროგრამა, მით მეტი იქნება ანტივაქსერების აქტივობა

„ჩვენ ერთადერთი ქვეყანა არ ვართ, სადაც ანტივაქსერული კამპანია ასეთი აქტუალურია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო წარმატებული იქნება ვაქცინაციის პროგრამა, მით უფრო მეტად მაღალი იქნება ანტივაქსერების აქტივობა.

„ჩვენ ერთადერთი ქვეყანა არ ვართ, სადაც ანტივაქსერული კამპანია ასეთი აქტუალურია. რაც უფრო მეტად წარმატებული იქნება ვაქცინაციის პროგრამა, მით უფრო მეტად მაღალი იქნება ანტივაქსერების აქტივობა. რით შეიძლება დავუპირისპირდეთ ანტივაქსერულ მოძრაობას და რას ვაკეთებთ, ეს არის ისევ და ისევ სწორი საინფორმაციო კამპანია და ვაქცინაციის სარგებლის შესახებ ინფორმაციის მიტანა თითოეულ მოქალაქემდე იმგვარად, რომ მან შეძლოს სწორი გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ზეგავლენა სხვადასხვაგვარი იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ერთი სწორი მესიჯი არის ის, რომ ვაქცინა ჩვენთვის რეალურად გადარჩენის მთავარი საშუალებაა და თუ გვინდა ამ კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდეთ, ვაქცინაცია არის ის მექანიზმი, რაც ჩვენ ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები