”თითქმის ყველა დასავლურ ქვეყანაში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება” – სამხარაძე
”თითქმის ყველა დასავლურ ქვეყანაში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება, შესაბამისად, არანაირი კითხვა არ არსებობს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება მათ განცხადებას პოლიტიკურ ბრძოლაზე, დიდი ხანია, ისინი პოლიტიკურ ბრძოლაში არიან მეტ-ნაკლები წარმატებით. პარტიებს შორის პოლიტიკური ბრძოლა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანას კანონი, წესები და კონსტიტუცია აქვს. ეს საკანონმდებლო ჩარჩოს, ყველა ადამიანმა პოლიტიკოსი იქნება თუ არაპოლიტიკოსი, პატივი უნდა სცეს. ქვეყანაში სამართალი და კანონის უზენაესობა უნდა არსებობდეს. პოლიტიკოსობა შირმად არ უნდა იყოს გამოყენებული, რომ ვინმემ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ, რომ ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, სადაც ნებისმიერი ადამიანის უფლება დაცული იქნება და ვიღაცას პრივილეგია არ ექნება, რომ კანონი დაარღვიოს მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკოსია“, – განაცხადა სამხარაძემ.