პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე ჟურნალისტებმა ბანერი, წარწერით – “დასაჯეთ მოძალადეები” ისევ გადმოფინეს
პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე ჟურნალისტებმა ბანერი, წარწერით – „დასაჯეთ მოძალადეები” ისევ გადმოფინეს.
მედიის წარმომადგენლების მოთხოვნები უცვლელია – დაისაჯონ 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები და აიღონ პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებმა აღნიშნული ბანერი სხდომათა დარბაზის აივნიდან გასულ კვირასაც, შს მინისტრის მოსმენის დღესაც გადმოფინეს, რაც, საბოლოოდ, სხდომის დახურვისა და ვახტანგ გომელაურის მოსმენის ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.