პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარისა და 2 წევრის კანდიდატურის დამტკიცება კვლავ ვერ მოხერხდა
საქართველოს პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარისა და 2 წევრის კანდიდატურა ისევ ვერ დაამტკიცა.
რიგგარეშე სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა მეორე მცდელობაზეც 100 ხმა ვერ დააგროვა. 83 მომხრე, 11 წინააღმდეგი – ასეთი შედეგით დასრულდა დღევანდელი კენჭისყრა.
პარლამენტს კიდევ ერთი მცდელობა აქვს ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად. თუ მესამე მცდელობაზეც კალანდარიშვილმა დეპუტატების 100 ხმა ვერ მოიპოვა, პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეს 6 თვის ვადით აირჩევს.