დიღომში ორი პირი დაჭრეს
დიდ დიღომში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორი პირი დაჭრეს. მათ მიყენებული აქვთ მსუბუქი დაზიანებები.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.