თბილისში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში – 155, აჭარაში – 118
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 980, იმერეთში – 155, აჭარაში – 118, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 800 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 765 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 035 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 653 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 384 387-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.67%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 466 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 362 957-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 516 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 980 შემთხვევა, აჭარა – 118, იმერეთი – 155, ქვემო ქართლი – 96, შიდა ქართლი – 48, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 72, კახეთი – 94, მცხეთა-მთიანეთი – 39, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 888 საიდანაც: 4 001 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 457, აჭარაში – 191, იმერეთში – 460. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 780 პირი, მათ შორის, თბილისში – 422, აჭარაში – 34, იმერეთში -161. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში – 138 აჭარაში – 3, იმერეთში – 10. 1 016 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 – თბილისში, 268- აჭარაში. 10 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 32, ხოლო აჭარაში – ოთხი.
სულ 6 ოქტომბრიდან – 15 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 952 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 703 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 877, პირი, აჭარაში – 1 182, იმერეთში – 1 086“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.