სამეფო ,,შარლოტკა’’
ინგრედიენტები:
1-2 მზა ხილის ბისკვიტის რულეტი;
300 გრ. მსუბუქი ხაჭო;
0,5 ლ 33%-იანი ნაღები;
შაქარი;
ჟელატინი;
დაკონსერვებული ხილი.
მომზადების წესი:
1. ჟელატინი გავადნოთ წყალში 40 წუთის განმავლობაში. გადავასხათ ზედმეტი წყალი.
2. შესაბამის ფორმაში ჩავაფინოთ ფოლგა, დავაწყოთ რულეტის წვრილად დაჭრილი ნაჭრები.
3. ხაჭო და 4-5 კოვზი შაქარი დავაბლენდეროთ.
4. კარგად გაცივებული ნაღები ავთქვიფოთ 4-5 ს. კოვზ შაქართან ერთად.
5. აvურიოთ ხაჭო, ათქვეფილი ნაღები, დაჭრილი ხილი და თბილი ჟელატინი.
6. მასა ფრთხილად ჩავასხათ ფორმაში, თავზემოვაყაროთ დაჭრილი რულეტის ნაჭრები, შევდგათ მაცივარში 12 საათის განმავლობაში.