ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც ქარხნის ტერიტორიაზე მყოფები აცხადებენ, მამაკაცს, სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა.
შუახნის მამაკაცი ქარხანაში 2009 წლიდან მუშაობდა.