მეუფე იაკობი: ამ არჩევნებს გავატარებ, შევხედავ, რა ხდება – ჩავუდგებით ახალ ძალას სათავეში, მოფიქრებული გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ, არც მხარდაჭერა გაგვიჭირდება არჩევნებში გამარჯვებისთვის
“ამ არჩევნებს გავატარებ, შევხედავ, რა ხდება, რა – არა. ჩავერთვებით მერე ყველანაირი ფორმით”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს არევას არავის აპატიებს.
“ამ არჩევნებს გავატარებ, შევხედავ, რა ხდება, რა – არა. ჩავერთვებით მერე ყველანაირი ფორმით, საქართველოს ასეთ არევას მერე უკვე აღარავის არ ვაპატიებთ. მანამდე უკვე ეკლესიაში მოგვარებული გვექნება, ვინც მტრობს ეკლესიას. მე ვთქვი, რომ ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას. მოფიქრებული გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც მხარდაჭერა გაგვიჭირდება და არც არაფერი არჩევნებში გასამარჯვებლად. პირადად გეუბნებით, ახალ ძალებს ჩავუდგები სათავეში”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.