მალაიზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 160-მდეა გაზრდილი

მალაიზიაში, კუალა-ლუმპურში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ Malay Mail-ი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრზე, ვი კა სიონგაზე დაყრდნობით იტყობინება.

დაშავებულთაგან 47 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აღინიშნება, რომ შეჯახების მომენტში ერთი მატარებელი ცარიელი იყო, მეორეში 232 მგზავრი იმყოფებოდა.

როგორც ტრანსპორტის მინისტრმა თქვა, ეს უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში პირველი მსგავსი ავარიაა. დაწყებულია გამოძიება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები