პაატა იმნაძე: სტაბილური ეპიდვითარების შემთხვევაში, 2-3 კვირაში შესაძლოა, რეგულაციები კვლავ შემსუბუქდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სტაბილური ეპიდვითარების შემთხვევაში 2-3 კვირაში შესაძლოა, რეგულაციები კვლავ შემსუბუქდეს.

ამის შესახებ იმნაძემ დღეს გამართულ ვებინარზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, პირბადის ტარება და 23:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა საშუალებას იძლევა, ინფექცია ძალიან არ გაღვივდეს.

“იმედი მაქვს, რომ სტაბილური ეპიდვითრების შემთხვევაში 2-3 კვირაში შესაძლებელი იქნება რეგულაციების შემსუბუქება”, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები