ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება, სწავლის დასრულებას გილოცავთ ყველას და მთელი გულით გისურვებთ წარმატებას თქვენი ცხოვრების გზაზე ახალი ნაბიჯების გადადგმისას

“დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება. სწავლის დასრულებას გილოცავთ ყველას და მთელი გულით გისურვებთ წარმატებას თქვენი ცხოვრების გზაზე ახალი ნაბიჯების გადადგმისას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი,  ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრემიერი მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.

“დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება. სწავლის დასრულებას გილოცავთ ყველას და მთელი გულით გისურვებთ წარმატებას თქვენი ცხოვრების გზაზე ახალი ნაბიჯების გადადგმისას.

დარწმუნებული ვარ, რომ მთელ ენერგიას მომავალშიც სწავლასა და განვითარებას მოახმართ და საკუთარი ცოდნითა და პროფესიონალიზმით სხვადასხვა სფეროდან ერთგულად ემსახურებით სამშობლოს, იზრუნებთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე.

სახელმწიფო კი, თავის მხრივ, მაქსიმუმს გააკეთებს, რათა მშვიდი და ბედნიერი ცხოვრებისა და განვითარებისთვის გარანტირებული გქონდეთ ყველა შესაძლებლობა.

მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა მასწავლებელს გაწეული შრომისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას! ჩვენ ვამაყობთ თქვენით და მომავალში დიდ გამარჯვებებს, წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ”, – წერს ღარიბაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები