თენგიზ ცერცვაძე: შესაძლოა, ჩინური ვაქცინები დაცვის თვალსაზრისით მცირედით ჩამორჩებიან წამყვან ვაქცინებს, მაგრამ მათაც აქვთ დაცვის ძალიან კარგი პროცენტი

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანლის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინები უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

მისივე თქმით, „სინოვაკი“, რომლითაც ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება, 30 ქვეყანაში გამოიყენება.

„სინოვაკი“ არის ერთ-ერთი ორი ყველაზე ცნობილი ჩინური ვაქცინიდან. ორივეს, „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ დღესდღეობით საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს. 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება „სინოფარმი“ და დაახლოებით 30 ქვეყანაში „სინოვაკი“. თურქეთი და აზერბაიჯანი მთლიანად „სინოვაკის“ ვაქცინით იცრებიან. კვლევის შედეგები კარგია. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ითვლება, რომ ჩინური ვაქცინები სწორედ უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მათ აქვთ ყველაზე უფრო დაბალი რიცხვი გართულებების. შესაძლოა, ჩინური ვაქცინები დაცვის თვალსაზრისით მცირედით ჩამორჩებიან წამყვან ვაქცინებს, მაგრამ მათაც აქვთ დაცვის ძალიან კარგი პროცენტი, განსაკუთრებით – კრიტიკულად მძიმე შემთხვევებისგან და, ასევე, აქვთ უსაფრთხოების ძალიან კარგი პროფილი. ასე რომ, მოსახლეობას შეუძლია, თამამად გააგრძელოს მაღალი აქტივობა ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ჩინური ვაქცინა „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. „სინოვაკით“ აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები