ამირან გამყრელიძე: ჟურნალისტების ორგანიზებულად აცრის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პიარდეპარტამენტი იმუშავებს
“ჟურნალისტების ორგანიზებულად აცრის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პიარდეპარტამენტი იმუშავებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
მისი თქმით, მომავალი კვირიდან თბილისში, სულ მცირე, 30 ახალი კაბინეტი დაემატება და ჩაწერის პრობლემა მოიხსნება.
„ჟურნალისტების ორგანიზებულად აცრის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პიარდეპარტამენტი იმუშავებს. ჟურნალისტთა კორპუსში, ძირითადად, ახალგაზრდები არიან. 55 წელზე ზევით ალბათ ბევრი არაა. მას, ვინც 55 წელს ზემოთაა, თავისუფლად შეუძლია „ასტრაზენეკაზე“ დარეგისტრირება და ჩაწერა. ხოლო დანარჩენებს, ვისაც აცრის სურვილი აქვს, შეუძლია „სინოფარმზე“ ჩაწერა. ვიცი, რომ თბილისში ჩაწერასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იყო და ჯერ კიდევ არის, მაგრამ მომავალი კვირიდან თბილისში სულ მცირე 30 ახალი კაბინეტი დაემატება და პრობლემა მოიხსნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.