ანდრია ჯაღმაიძე – პრემიერს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი და იმედით ვუყურებთ ამას, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს სადავო პრობლემას
პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი და იმედით ვუყურებთ ამას, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს იმ სადაო პრობლემას, რაც ყველას გვაწუხებს, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის გამოხმაურებისას განუცხადა.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე, იმედს გამოთქვამს, რომ საკითხი ძმურად და სამართლიანად გადაწყდება.
„პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი და იმედით ვუყურებთ ამას, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს იმ სადავო პრობლემას, რაც ყველას გვაწუხებს. ძმურად და სამართლიანად გადაწყდება, ეს მოიტანა ამ დიალოგმა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.