„ორბანის დასჯის დრო დადგა“ – POLITICO-ს ცნობით, გერმანიის ახალ მთავრობას ევროკავშირზე უნგრეთთან დაკავშირებით ზეწოლის მოხდენა სურს
გერმანიის მომავალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მომავალ კოალიციას სურს, რომ ზეწოლა მოახდინოს ევროკავშირზე, რათა უნგრეთისთვის თანხების შეკავებას და ხმის უფლების შეჩერების საკითხებს გადახედოს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა POLITICO კოალიციური შეთანხმების პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც გერმანიის კონსერვატიულმა CDU/CSU ბლოკმა და სოციალ-დემოკრატებმა (SPD) მიიღეს.
შეთანხმების თანახმად, კოალიციური პარტნიორები ევროკავშირისგან მოითხოვენ დაფინანსება და ხმის მიცემის უფლება შეუჩეროს ისეთ წევრ ქვეყნებს, რომლებიც არღვევენ ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტებში უნგრეთი სახელით არ იყო ნახსენები, შეთანხმების პროექტი აშკარად მას გულისხმობს, რადგან უნგრეთს წლების განმავლობაში დემოკრატიული ნორმების დანგრევაში, პრესის თავისუფლების შეზღუდვასა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ.