ლე პენი მაკრონს შეწყალებას არ სთხოვს
საფრანგეთის მემარჯვენე ეროვნული გაერთიანების პარტიის ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეწყალებას არ სთხოვს,- ამის შესახებ ინფორმაციას, ფრანგული მედია ავრცელებს.
„არა და კიდევ არა, რადგან შეწყალება ეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ საქმე ჯერ ამ ეტაპზე არ არის. ისინი თუ ჩვენ წინააღმდეგ ასეთ ძლიერ იარაღს იყენებენ, ეს იმიტომ, რომ ჩვენ არჩევნებში გამარჯვების ზღვარზე ვართ“, – აღნიშნა ლე პენმა.
მისმა ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ ის განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. მანამდე, ლე პენმა აღნიშნა, რომ მის საქმეში სააპელაციო სასამართლოს მიუკერძოებლობის იმედი აქვს და დასძინა, რომ სასამართლოს განაჩენი არ ნიშნავს მის წასვლას პოლიტიკური ცხოვრებიდან.
ცნობისთვის, 31 მარტს პარიზის სასამართლომ ლე პენი დამნაშავედ ცნო ევროპარლამენტის თანხების გაფლანგვაში საქმეზე, რომელიც ფიქციური სამუშაო ადგილების შექმნას ეხებოდა. მას სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელია.