“მინდა, ყოველ სამხედროს მივულოცო დღევანდელი დღე და, კიდევ ერთხელ, ჩემი მხარდაჭერა და განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ” – ირაკლი ჩიქოვანი
“დღეს თავდაცვის ძალების რეფორმირებისა და ინსტიტუციური გაძლიერების გზაზე მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ. 2016 წლის პირველ აპრილს დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობა ჩამოყალიბდა, რამაც გააძლიერა დასავლეთით და აღმოსავლეთით განლაგებული თავდაცვის ძალების ავტონომიურობა, გააუმჯობესა მართვისა და კონტროლის ეფექტიანობა”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
“მინდა, ორივე სარდლობაში შემავალ ქვედანაყოფებს, ყოველ სამხედროს მივულოცო დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა და განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ. მინდა, აღვნიშნო სარდლობათა ქვედანაყოფების საამაყო ისტორია და ქედი მოვიხარო ამ ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის, ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე!
სარდლობათა დაარსების დღე სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საქართველოს პრეზიდენტთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად აღვნიშნეთ. ბატონი პრეზიდენტი გაეცნო ბრიგადის შესაძლებლობებს და ჩვენი სამხედროების სამუშაო, კვებით და დასვენების პირობებს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტთან ერთად ბაზაზე ვუმასპინძლეთ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და რეგიონის ხელმძღვანელებს”, – წერს მინისტრი.