ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

ეროვნული არქივის ინფორმაციით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ,  ყოველწლიურ საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. მოსწავლეთა გუნდების რეგისტრაცია 7 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეთა გუნდებს.

ღონისძიების ნახევარფინალური ეტაპი და ფინალი ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ პრინციპით მაისში გაიმართება. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან და სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან.

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტს 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2025-1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები