საშაურმეების მასობრივი შემოწმება დაიწყო
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს სპეციალისტები დედაქალაქის მასშტაბით პერმანენტულ რეიდებს ახორციელებენ.
“15 იანვარს სოფელ კუმისში აღმოჩენილ არალეგალურ სასაკლაოსთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ღონისძიებების გატარებას. სპეციალისტებმა ადგილზე დაათვალიერეს ე.წ. ჭალას ტერიტორია, რომელიც, მათი განმარტებით, ნაგავსაყრელს უფრო ჰგავს, ვიდრე სასაკლაოს. ღია ცის ქვეშ მიმოფანტულია დაკლული ცხოველების, მათ შორის ვირის და ცხენის ჩონჩხი. სააგენტომ აღნიშნული ფაქტი შემდგომი კვლევისთვის უკვე აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. პარალელურად, სარეალიზაციო ობიექტებში გაძლიერებულია კონტროლი. ერთ-ერთი ვერსიით, დაკლული ცხოველების ხორცი შესაძლოა, თბილისის საშაურმეებსა და რესტორნებში მოხვედრილიყო. ამიტომ თბილისის სამმართველოს სპეციალისტები დედაქალაქის მასშტაბით პერმანენტულ რეიდებს ახორციელებენ. შემოწმდება ყველა ის ობიექტი, სადაც ასეთი პროდუქტის მოხვედრის ალბათობაა”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვერიკო გულუას განმარტებით, მონიტორნიგის დროს ყველა ობიექტმა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმა 2 უნდა წარმოადგინოს, რომელსაც სავაჭრო ობიექტები, შემოწმებული ხორცის რეალიზაციის შემთხვევაში ფლობენ