არჩილ თალაკვაძე: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ, ეს მიზანმიმართული ჭორია

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ის თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მიზანმიმართული ჭორია.

“გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ გუნდის სახელით, ეს გახლავთ მიზანმიმართული ჭორი. მე ვთქვი, რომ თბილისს გამორჩეული მერი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, თბილისში ძალიან ბევრს სურს, მერად კვლავ კახა კალაძე იხილოს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები