თამარ გაბუნია: კერძო სექტორისთვის ვაქცინების შემოტანის გზა მაშინ გაიხსნება, როცა მწარმოებლები დათანხმდებიან კერძო სექტორთან თანამშრომლობას
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კერძო სექტორისთვის ვაქცინების შემოტანის გზა გაიხსნება მაშინ, როდესაც თვითონ მწარმოებლები დათანხმდებიან კერძო სექტორთან თანამშრომლობას.
მისივე თქმით, ვაქცინების წარმოების გაზრდის შემდეგ, კერძო სექტორი ვაქცინების დამატებით მობილიზებას შეძლებს.
„კერძო სექტორისთვის ვაქცინების შემოტანის გზა მაშინ გაიხსნება, როცა მწარმოებლები დათანხმდებიან კერძო სექტორთან თანამშრომლობას. ჯერჯერობით, არცერთი დიდი მწარმოებელი არ აცხადებს კერძო სექტორთან თანამშრომლობის მზაობას, რადგან მათი წარმოება ფარავს მხოლოდ სახელმწიფო შეკვეთებს. როცა გაიზრდება წარმოება, გაიხსნება გზაც კერძო სექტორისთვისაც, რათა მათ ვაქცინების დამატებით მობილიზება შეძლონ”, – განაცხადა გაბუნიამ.