ამირან გამყრელიძე: ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული 587 პირიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული 587 პირიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.
„დღეს დილისთვის იყო 587 ადამიანი, თითქმის ყველა გადმოსული იყო გალის რაიონიდან, ორი იყო მხოლოდ ცხინვალის რეგიონიდან, ოძისის გადმოსასვლელით. გალში დგას დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრიგადები, ყველა ეს ადამიანი იტესტება, ამ 587-დან მხოლოდ ერთი გვქონდა დადებითი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას ექვემდებარებიან.