უფლებადამცველები ანი ნადარეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ

  არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას გოგა ონიანის, გიორგი კალანდაძისა და ანა ნადარეიშვილის მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას სთხოვენ. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაციები: „უფლებადამცველთა გაერთიანება”, „ახალგაზრდაუფლებადამცველთა ასოციაცია”, კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის”, „ადვოკატთა და იურისტთასაერთაშორისო ობსერვატორია”, „21-ე საუკუნე საქართველოს მომავალი” და „საერთაშორისოიდეოლოგიური ფორუმი” ავრცელებენ. „ყოფილი პატიმრის გოდერძი ჯოლოხავას განცხადება, რომ მასზე ზეწოლას ყოფილი გენერალი გიორგი კალანდაძე და ვინმე რუსლანი, ხოლო ირმა ინაშვილის წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას ვიდეოგადაღების სახით, ანა ნადარეიშვილი და გოგა ონიანი უზრუნველყოფდნენ, კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინ ანა ნადარეიშილის მიერ გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერმა, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ცდილობენ ნადარეიშვილი და ონიანი შექმნან გარკვეული მტკიცებულებები საიმისოდ, რომ მათ ვითომდა ნებაყოფლობით გაამგზავრეს ჯოლოხავა საზღვარგარეთ და მათმხრიდან მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა”, – აცხადებენ უფლებადამცველები. როგორც „უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძე ვარაუდობს, ჯოლოხავას მიმართ ჩადენილია მძიმე დანაშაული. „გოდერძი ჯოლოხავას განცხადებაში იკვეთება, რომ მის მიმართ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსით 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 144-ე 2-ე მუხლით(წამების მუქარა), 150-ე მუხლით (იძულება), 151-ე მუხლით (მუქარა), გათვალისწინებულიდანაშაულის ნიშნები”, – აცხადებს მჟავანაძე. „უფლებადამცველთა გაერთიანება” სოლიდარობას უცხადებს ირმა ინაშვილს და მედიაკავშირ„ობიექტივს” იმ ბრძოლაში, რომელსაც ისინი კვლავაც აგრძელებენ სააკაშვილის ნარჩენების წინააღმდეგ. „ახალგაზრდა უფლებადამცველთ ასოციაცის” ლექსო კობაიძის თქმით, პროკურატურამ საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს საქმე, რათა მალე მოხდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე კი თვლის, რომ ის აღვირახსნილი კამპანია, რომელიც მიმდინარეობს მედიაკავშირ „ობიექტივის” და განსაკუთრებით, ირმა ინაშვილის მიმართ, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს ყველას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები