ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის ინსტიტუტის დირექტორს, პიერ კლუეს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის ინსტიტუტის დირექტორს, პიერ კლუეს შეხვდა.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„EUNIC ჯგუფის ფარგლებში ახალი თანამშრომლობის დინამიკას იწყებს კულტურის კომიტეტი და ფრანგული ინსტიტუტი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ორგანიზაცია 7-8 წელია არსებობს. საფრანგეთის ინსტიტუტი წელს არის თავმჯდომარე ამ ევროპული ინსტიტუტების და ამ ფორმატში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება შეიძლება. ჩვენ გვინდა, შევუერთდეთ ამ ინსტიტუტის აქტივობას. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. განვიხილეთ განათლებისა და კულტურის მიმართულებით მრავალი საკითხი, გავეცანით ევროპულ გამოცდილებას კულტურას გადასარჩენად”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები