“ფაიზერის” 29250 დოზა უკვე საქართველოშია (ფოტო, ვიდეო)
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, “ფაიზერის” 29250 დოზა უკვე საქართველოშია.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში გამოიყენება მხოლოდ ჯანმო-ს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები, რაც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.
“25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!
აცრა ნებაყოფლობითია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.