კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის ჯანდაცვის სფეროს 1842 თანამშრომელია აცრილი
ამ დროისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს 1842 თანამშრომელია აცრილი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, პორტალზე booking.moh.gov.ge რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 4935 მუშაკი.
ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.