ბიძინა კულუმბეგოვი: აუცილებელია, რომ პირველმა პირებმა გაიკეთონ ვაქცინა – 20-30 დოზა ვაქცინაციის პროგრამისთვის დანაკლისი არ იქნება

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყნის პირველმა პირებმა აუცილებლად უნდა გაიკეთონ.

კულუმბეგოვი თვლის, რომ აღნიშნული ქმედებით მთავრობამ მოქალაქეებს ვაქცინაციის მაგალითი უნდა მისცეს.

“აუცილებელია, რომ პირველმა პირებმა გაიკეთონ ვაქცინა. ვფიქრობ, მოსახლეობას მინისტრთა კაბინეტისთვის, პრემიერის ჩათვლით, ემეტებათ, სულ რაღაც 20-30 დოზაზეა საუბარი, რაც არ იქნება დანაკლისი ვაქცინაციის პროგრამისთვის. ყველას ვთხოვ, რაციონალური გადაწყვეტილების მიღება დროულად განახორციელონ”, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები