„ქართული ოცნების“ დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.
მისივე თქმით, კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით პარტიამ კონსულტაციები დაიწყო.
“დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადება დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის. დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით, მერების კანდიდატები, მაჟორიტარების კანდიდატები თუ საარჩევნო სიები, ვინც იქნებიან თბილისშიც, რეგიონებშიც. როგორც იცით, ახალი თვითმმართველობის კოდექსში ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და, შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება”, – განაცხადა სუბარმა.