დუშეთში საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები საქართველოში“ გაიმართა

დუშეთში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები საქართველოში” გაიმართა.

დუშეთის მერიის ინფორმაციით, საახალწლო პროგრამის ფარგლებში, 13:00 საათიდან, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. მიმდინარეობდა გამოფენა-გაყიდვა. ტერიტორიაზე ასევე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხეც.

საღამო კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.

ახალი წლის დღეები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს უკვე მეოთხედ იმართება. ღონისძიებებს მცხეთა-მთიანეთში 28 დეკემბერს –  წეროვანის დევნილთა დასახლება, ხოლო
30 დეკემბერს – მცხეთა უმასპინძლებს. “ახალი წლის დღეები” უკვე გაიმართა ყაზბეგსა და თიანეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები