Independent: საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცნირებული მგზავრებისთვის შეზღუდვა სრულად მოხსნა

ბრიტანული გამოცემა Independent-ი იმ სახელმწიფოების სიას აქვეყნებს, სადაც ვაქცინირებული ტურისტები მოგზაურობას შეძლებენ. საქართველოსთან ერთად Independent-ის სიაში ესტონეთი, რუმინეთი, ისლანდია და კვიპროსი მოხვდნენ.

“პირველი თებერვლიდან საერთაშორისო ტურისტები, რომლებსაც კოვიდ-ვაქცინის სრული კურსი გავლილი აქვთ, ანუ მიღებული აქვთ ორი დოზა, დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოში მოგზაურობას შეძლებენ.

საქართველო პირველი ქვეყნაა, რომელმაც ვაქცინირებული მოგზავრებისთვის საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვები სრულად მოხსნა. თუ ვაქცინირებული ხართ, საქართველოში მოგზაურობისთვის თქვენ აღარ დაგჭირდებათ არც წინასწარ და არც ადგილზე ტესტის ჩატარება, არ მოგიწევთ კარანტინის გავლა”, – წერს Independent-ის ჟურნალისტი, ჰელენ ქოფი და აღნიშნავს, რომ საქართველოში 1-ელი თებერვლიდან საავიაციო შეზღუდვები მოიხსნა, შედეგად ავიაკომპანიებს ფრენების განახლება შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები