დავით ზალკალიანი: საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციასთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ მოძიებული და აზერბაიჯანისთვის გადაცემული იქნა ახალი დოკუმენტაცია

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამინისტროს მუშაობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ თბილისმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შემადგენლობა განაახლა.
როგორც მან თქვა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობა მომავალ წელს პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
„ყურადღების ცენტრში იყო აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი, სადაც, შესაბამისი კომისიის ფარგლებში, ქართული მხარის მიერ მოძიებული და აზერბაიჯანის მხარისთვის გადაცემული იქნა ახალი დოკუმენტაცია. ჩვენ სრულად განვაახლეთ კომისიის შემადგენლობა. მომავალ წელს ეს საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები