შარმანაშვილი – ევროკავშირზე: ისინი დარწმუნდნენ, რომ ხელოვნური რევოლუციები საქართველოში ვერ შედგება, მიუხედავად იმ ფონდებიდან დაფინანსებისა, რომლებსაც ტრამპმა ისეთი ეპითეტები უწოდა, არ მინდა, აქ გავიმეორო

“ევროკავშირში ამინდი იცვლება. ისინი დარწმუნდნენ, რომ ხელოვნური რევოლუციები საქართველოში ვერ შედგება, მიუხედავად იმ ფონდებიდან დაფინანსებისა, რომლებსაც ტრამპმა ისეთი ეპითეტები უწოდა, არ მინდა აქ გავიმეორო”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„საინტერესო განცხადება გააკეთა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში [მარტა] კოსიმ. მან განაცხადა, რომ დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან უნდა ვაწარმოოთო. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ იქაც [ევროკავშირში] ამინდი იცვლება. ისინი დარწმუნდნენ, რომ ხელოვნური რევოლუციები საქართველოში ვერ შედგება მიუხედავად იმ ფონდებიდან დაფინანსებისა, რომლებსაც ტრამპმა ისეთი ეპითეტები უწოდა, არ მინდა აქ გავიმეორო. [ევროკავშირში] პრაგმატულები არიან და ნელ-ნელა იწყებენ რეალობისკენ შემობრუნებას, იმის დანახვას, რომ ქართველი ხალხი ცოტა სხვა ფასეულობებით აზროვნებს. ვიმედოვნებ, რომ ეს პრაგმატული ადამიანები დაუბრუნდებიან რეალობას და ამის მანიშნებელი იყო [ალბანეთში] სამიტი. ლიდერები, რომლებიც გუშინ არც კი აპირებდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან არანაირ კონტაქტს, ყველამ ნახა, რომ პიროვნულად იწყებენ ამ ურთიერთობების დალაგების მცდელობას. დარწმუნებული ვარ, ეს უფრო დიდ ურთიერთობებში გადაიზრდება“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები