დანიის სტატისტიკის სამსახურის მრჩეველი: საქსტატის მიერ ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები შეესაბამება ყველა იმ სტანდარტს და რეგულაციას, რომელიც შემოთავაზებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ
დღეს გამოქვეყნებულ ახალ მეთოდოლოგიას დანიის სტატისტიკის სამსახურის, ევროკავშირის პროგრამა ტვინინგის-ის პროექტის (სტატისტიკის ეროვნული სისტემის შესაძლებლობების განვითარება) ადგილობრივი მრჩეველი, სტინ პედერსენი ეხმაურება.
„საქსტატმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მე-20 კონფერენციაზე მიღებული რეზოლუციის შესაბამისად, განაახლა სამუშაო ძალის გამოკვლევის მეთოდოლოგია და შესაბამისი გამოკვლევის კითხვარები. საქსტატის მიერ ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები შეესაბამება ყველა იმ სტანდარტსა და რეგულაციას, რომელიც შემოთავაზებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ”, – აცხადებს სტინ პედერსენი.
მისი განცხადებით, განხორციელებული ცვლილებები საქსტატს აძლევს შესაძლებლობას, აწარმოოს და გაავრცელოს უახლესი სტანდარტების შესაბამისად გაანგარიშებული დასაქმებისა და უმუშევრობის, ასევე, სამუშაო ძალის სტატისტიკის სხვა მაჩვენებლები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო მეთოდოლოგიასთან და სტანდარტებთან და შესადარისია სხვა ქვეყნების, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლებთან.