მარკ კარნი – დაწესებული ტარიფების მიუხედავად, ვალდებული ვართ, ორივე ქვეყნის მოსახლეობის დასაცავად აშშ-თან თანამშრომლობა განვაგრძოთ

დონალდ ტრამპის მიერ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებულ ტარიფების მიუხედავად, ჩვენი მთავრობა აშშ-თან მოლაპარაკებებში კანადელი დასაქმებულების და ბიზნესების დაცვას განაგრძობს,- ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი აცხადებს.

მისივე თქმით, კანადამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ჩრდილოეთ აშშ-ში, ფენტანილის წინააღმდეგ ბრძოლაში.

“შეერთებულ შტატებთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების განმავლობაში, კანადის მთავრობა მტკიცედ იცავდა ჩვენს მუშაკებსა და ბიზნესებს. კანადამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ჩრდილოეთ ამერიკაში, ფენტანილისგან გამოწვეული უბედურების შესაჩერებლად. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავაგრძელოთ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე და დავიცვათ მოსახლეობა ჩვენს ორივე ქვეყანაში. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ კანადას. მზად ვართ, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ახალი მასშტაბური პროექტების სერიის განსახორციელებლად. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორობას მთელ მსოფლიოში”,- დაწერა პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო თვიდან კანადისთვის 35%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები