“მე არჩევნების ჩაშლის ნაკლებად მჯერა, რადგან ასეთი სიმამაცის იმედი რომ მქონდეს “ნაცებისგან”, მინიმუმ, მიშა გამოხსნილი იქნებოდა” – ხვიჩია

“მე არჩევნების ჩაშლის ნაკლებად მჯერა, რადგან ასეთი სიმამაცის იმედი რომ მქონდეს “ნაცებისგან”, მინიმუმ, მიშა გამოხსნილი იქნებოდა”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს.

ის თვითმმართველობის არჩევნების ჩასაშლელად “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გეგმას აფასებს.

” ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ვიღებდით არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება სხვა დანარჩენ პარტიებს – მათ დღემდე ვერ გაურკვევიათ ერთმანეთში რიგდებიან, ჩხუბობენ თუ რას შვრებიან. ამიტომ, მე შეგნებულად არ ვიძლევი სერიოზულ კომენტარებს ამასთან დაკავშირებით”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები