ვაკო ავალიანი „მედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის პოსტს ტოვებს
სს „მედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი ვაკო ავალიანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავალიანი მუშაობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. ამის შესახებ შეთავაზება ვაკო ავალიანმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.
სს „მედია ჰოლდინგი“ აერთიანებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს და სხვა რამდენიმე გასართობ მედიასაშუალებას.