განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დებულება დაამტკიცა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა. სხდომის დასაწყისში დეპუტატებმა დიდი ლოტბარის, თემურ ქევხიშვილის სხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

„ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დანაკლისი განიცადა. გარდაგვეცვალა ადამიანი, რომელიც იყო დიდი ლოტბარი და რომელმაც აღზარდა ბევრი ნიჭიერი ახალი თაობა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

სხდომაზე დეპუტატებმა კომიტეტის დებულება დაამტკიცეს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ კომიტეტიოს დებულებაში შეგვეტანა სხვადასხვა ელემენტები იმისთვის, რომ კულტურის სფერო განათლებისა და მეცნიერების სფეროსთან თანასწორად იყოს ჩვენს საქმიანობაში წარმოდგენილი. სწორედ ამიტომ დებულებაში არის ცალკე მუხლი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მუხლს დაემატება უფრო მეტი კონკრეტიკა და იქნება კულტურის სამუშაო ჯგუფი შექმნილი ჩვენს კომიტეტში, რომელშიც ჩართული იქნება ჩვენი კომიტეტის არაერთი წევრი კულტურის სფეროდან”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გარდა ამისა, დებულების მეოთხე მუხლს დაემატა: „კომიტეტი ხელს უწყობს განათლების ყველა საფეხურის განვითარებას”, რაც განათლების ყველა საფეხურის ერთიანი ჯაჭვის უწყვეტობას განამტკიცებს.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯომარის პირველ მოადგილედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მე-10 მოწვევის პარლოამენტში განათლებას და კულტურას ვემსახურო”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დეპუტატებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ამილახვარს დაუჭირეს მხარი.

კომიტეტის თავმჯდომარემ ახალარჩეულებს დაკავებული თანამდებობები მიულოცა და წარმატება უსურვა საკომიტეტო საქმიანობაში.

„დიდია საზოგადოებრივი ინტერესი, რომ ის დიდი საბიუჯეტო სახსრები, რაც „ქართული ოცნების პოლიტიკური ნების და ქართული ოცნების მთლიანი საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების დიდი ძალისხმევის შედეგად განათლების სფეროში ჩაიდო, იდება და მომავალშიც ჩაიდება, არის საშვილიშვილოდ გარანტირებული. ასევე ძალიან დიდია საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდამჭერი დონორების მიერ ჩადებული თანხები, რომ შედეგები მოქალაქეებმა დაინახონ უფრო სწრაფად ვიდრე ხანდახან ხედავენ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, კულტურის სფეროს პანდემიის გამო ძალიან უჭირს, განათლების სფეროში კი ფინანსურად ოდნავ უკეთესად არის საქმე, მაგრამ ეს გაჭირვება ყველასია, რადგან პანდემია საყოველთაო უბედურებაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები