მეათე მოწვევის პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

მეათე მოწვევის პარლამენტმა, რომელიც დღეს პირველ სხდომას მართავს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგენით, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია.

კენჭისყრაში 86 დეპუტატი მონაწილეობდა.

საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები იქნებიან:

აგრარულ საკითხთა კომიტეტი – ნინო წილოსანი,

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – მიხეილ სარჯველაძე,

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი – თეა წულუკიანი,

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – მაია ბითაძე,

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – დავით სონღულაშვილი,

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – ბექა ოდიშარია,

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – მაკა ბოჭორიშვილი,

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი ბერაია,

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – ანრი ოხანაშვილი,

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – სოზარ სუბარი,

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ნიკოლოზ სამხარაძე,

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – ირაკლი ქადაგიშვილი,

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ირაკლი კოვზანაძე,

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – მიხეილ ყაველაშვილი,

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას მართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები