პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პარალელურად, მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა
პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პარალელურად, მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა. მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები გარდამავალ პერიოდში ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე იქნებიან.
კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ, ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების დამტკიცების შემდეგ, მთავრობას უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება.
მეათე მოწვევის პარლამენტმა, რომელიც დღეს პირველ სხდომას მართავს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგენით, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია. კენჭისყრაში 86 დეპუტატი მონაწილეობდა.