ესპანეთში კომენდანტის საათი ახალი წლის დღეებშიც შენარჩუნდება

ესპანეთში 24 და 31 დეკემბერს ზედმეტი მობილობის თავიდან ასაცილებლად კომენდანტის საათი შენარჩუნდება. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, რომ შობა ოჯახურ წრეში აღინიშნოს.

რჩევები რომელიც ესპანელმა ეპიდემილოგებმა გასცეს: 1) ესპანეთში 24 და 31 დეკემბერს შენარჩუნდება კომენდანტის საათი, ზემდეტი მობილილობის თავიდან ასაცილებლად. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, რომ შობა აღინიშნოს ოჯახურ წრეში, სადაც ადამიანები დაიცავენ დისტანციას და მხოლოდ სადილის დროს მოიხსნიან ნიღაბს.

ასევე, მათივე რჩევაა, რომ თუკი ოჯახის არაწევრი პირი ესწრება სადილს, მან თავად მოიტანოს საჭმელი, სასმელი და ჭურჭელი, ხშირად დაიმუშავოს ხელები და არ შევიდეს მასპინძლის სამზარეულოში.

2) გავრცელდა 20 ესპანელი ეპიდემიოლოგის რეკომენდაციები, რომელთა შორისაა შემდეგი რჩევები:

• საშობაო სადილზე მოერიდეთ ოჯახის არაწევრი პირების მიპატიჟებას და საუბარს სადილის მაგიდასთან.
• მოერიდეთ საზიარო თეფშიდან საჭმლის განაწილებას სუფრის წევრებზე.

• თავი შეიკავეთ ხმამაღალი საუბრისგან, სიმღერისგან, ყვირილისგან, რადგან სწორედ ამ დროს ვრცელდება ყველაზე სწრაფად ინფექცია.

• სასურველია დღესასწაულების აღნიშვნა ღია სივრცეში ან დახურული სივრცის ხშირი განიავება.
• დაიცავით ჰიგიენის წესები, თავი შეიკავეთ ჩახუტებისგან, გადაკოცნისგან, ფიზიკური კონტაქტისგან და დახურულ სივრცეში ატარეთ ნიღბები – სადილის დროს მოიხსენით მხოლოდ მაშინ, როდესაც მიირთმევთ საჭმელს.

3) ესპანეთის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება შეთანხმდა შობის დღესასწაულების რეგულაციებზე, რომელიც იმოქმედებს 23 დეკემბრიდან 6 იანვრამდე (ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს გამკაცრება/შემსუბუქების უფლება).

• რეგიონებს შორის დაშვებული იქნება მიმოსვლა მხოლოდ ოჯახის წევრებთან სტუმრობის შემთხვევაში (ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს გამკაცრება/შემსუბუქების უფლება).

• ოჯახებში დაბრუნებულ სტუდენტებს აქვთ მკაცრი რეკომენდაცია, რომ შეზღუდონ საკონტაქტო წრე.
• მოქალაქეებმა უნდა თავიდან აირიდონ ნებისმიერი არასაჭირო გადაადგილება, მობილობის შეზღუდვის მიზნით.

• 24,25,31 დეკემბერსა და 1 იანვარს დაშვებულია მაქსიმუმ 10 ადამიანის შეკრება, რომელიც უნდა იყოს ერთი საყოფაცხოვრებო წრე.

• 10 კაციან ლიმიტში იგულისხმება ბავშვებიც.
• ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ღია ცის ქვეშ ჭამა/სმა არა არის ნებადართული.

• ესპანეთში არაა ნებადართული არცერთი სპორტული ან სოციალური ღონისძიება. ტრადიციული კულტურული ღონისძიებების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი ხელისუფლება და აწესებს რეგულაციებს.

• კომენდანტის წესებს დაემორჩილება შობის დღესასწაულის ეკლესიაში აღნიშვნა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მკაცრად უნდა გააკონტროლოს დისტანციისა და წესების დაცვა.
• 23 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ უნდა გასცეს ისეთი ღონისძიების ჩატარების უფლება, სადაც ვერ უზრუნველყოფს წესების მკაცრ დაცვას.

• არის მკაცრი რეკომენდაცია, რომ 2020-ში არ ჩატარდეს ყოველწლიური, „სამი მეფის აღლუმი“.
ხელისუფლებამ გასცა რეკომენდაცია, დღესასწაულების დროს მოქალაქეებმა განსაკუთრებით დაიცვან 6 ძირითადი რეგულაცია ესპანეთში: ატარეთ ნიღბები, რეგულარულად დაიბანეთ ხელები, დაიცავით 1.5 მ დისტანცია, გაანიავეთ ოთახები, შეამცირეთ საკონტაქტო წრე, დარჩით სახლში თუ გაქვთ კოვიდის დამახასიათებელი სიმპტომები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები