როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი მოსალოდნელია ცალკეულ რაიონში, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 27 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს და +15 გრადუსამდე დათბება.

მათივე ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსია მოსალოდნელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები