ესპანეთის ქალაქი კასტელიონ-დე-ლა-პლანას აეროპორტში British Airways-ის კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავს – Boeing 747-400-ს ცეცხლი გაუჩნდა.
მედიის ინფორმაციით, აალება პილოტის კაბინაში მოხდა, ადგილზე მეხანძრეები ოპერატიულად გამოცხადნენ და ხანძრის ლიკვიდირება მოახერხეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, საჰაერო ხომალდი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
მიმდინარეობს გამოძიება.