ირაკლი კობახიძე: როდესაც აანონსებ რევოლუციურ სცენარებსა და უბედურებას, ეს გავლენას ახდენს ლარის კურსზე
“როდესაც აანონსებ რევოლუციურ სცენარებსა და უბედურებას, ეს ლარის კურსზე გავლენას ახდენს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ რამდენიმე დღეში კურსი დარეგულირდება.
“როდესაც შენ აანონსებ რევოლუციურ სცენარებს, არეულობებსა და უბედურებას, ეს, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ლარის კურსზე, მაგრამ ეს არის რამდენიმე დღის საქმე. 2-3 დღეში მიხვდება ქართული საზოგადოება, რომ მათ არავითარი თავი რევოლუციური სცენარის განხორციელებისა არ აქვთ, ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.