გლდანში, 13:00 საათის მონაცემებით, კობიაშვილმა მელიას რამდენიმე ხმით გადაუსწრო
თბილისში, გლდანის N8 მაჟორიტარულ ოლქში 13:00 საათის მონაცემებით, ლევან კობიაშვილმა ნიკა მელიას რამდენიმე ხმით გადაუსწრო.
გლდანში, ამ დროისთვის 115 უბნიდან დათვლილია 31 უბანი, რაც 26%-ს წარმოადგენს. ამ დრომდე აღნიშნულ ოლქში უპირატესობას ოპოზიციის საერთო კანდიდატი ნიკანორ მელია ფლობდა, თუმცა ბოლო ერთ საათში მას რამდენიმე ხმით გადაუსწრო მმართველი პარტიის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა.
ამ დროისთვის მონაცემები ასეთია- 43.41% ანუ 7944 ხმა მიიღო ლევან კობიაშვილმა, ხოლო 43.35% ანუ 7932 ხმა ნიკანორ მელიამ. მათ შორის სხვაობა, 12 ხმაა.
გლდანის ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი.