Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში ოფიციალურად უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველოს ტოვებს

ერაზმუს+ ეროვნული ოფისი საქართველოში ოფიციალურად და ერთმნიშვნელოვნად უარყოფს ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს Erasmus+ პროგრამა ტოვებს საქართველოს.

„საქართველო კვლავ რჩება Erasmus+ პროგრამის აქტიურ და მნიშვნელოვან პარტნიორად. ყველა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობა სრულად მხარდაჭერილია და გრძელდება შეუფერხებლად.

მოვუწოდებთ საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ მხარეებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს, სანდო ინფორმაციის მისაღებად.

ერაზმუს+ ეროვნული ოფისი – საქართველო“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები