„ჰამასის“ წარმომადგენელი: ჩვენ კვლავ განვიხილავთ ვიტკოფის წინადადებას, მაგრამ ის ჩვენს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს
„ჰამასის“ წარმომადგენელი ბასემ ნაიმი აცხადებს, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის წინადადება მძევლების გათავისუფლების შესახებ „არ პასუხობს ჩვენი ხალხის არცერთ მოთხოვნას“.
თუმცა, მისი თქმით, „ჰამასის“ ხელმძღვანელობა კვლავ სწავლობს დოკუმენტს.
„აშშ-ის წინადადება, რომელიც ისრაელმა ჰამასისთვის გაგზავნამდე დაამტკიცა, ფაქტობრივად, ოკუპაციის გაგრძელებას, მკვლელობებისა და შიმშილის გაგრძელებას ნიშნავს – დროებითი ზავის პერიოდშიც კი“, – აცხადებს „ჰამასის“ წარმომადგენელი.