„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელში ბენ გურიონის აეროპორტს თავს დაესხნენ

შიიტურმა სამხედრო-პოლიტიკურმა მოძრაობამ „ანსარ ალაჰმა“ (ჰუსიტები), რომელიც ჩრდილოეთ იემენს აკონტროლებს, განაცხადა, რომ ისრაელში ბენ გურიონის აეროპორტს ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტით თავს დაესხა.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეფერხებული იყო.

„იემენის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალებმა ოკუპირებულ ჯაფას რეგიონში, ლოდის აეროპორტში, რომელიც ისრაელში ბენ გურიონის აეროპორტის სახელითაა ცნობილი, ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს… ოპერაციამ წარმატებით მიაღწია თავის მიზანს, მილიონობით სიონისტი ოკუპანტი იძულებული გახდა თავშესაფრებში გაქცეულიყო და აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულიყო“, – თქვა „ჰუსიტების“ სამხედრო წარმომადგენელმა, იაჰია სარიამ Telegram-ის არხზე გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული გაფართოებული სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ, ისინი თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტს ბლოკადაში მოაქცევდნენ და უცხოურ ავიაკომპანიებს უსაფრთხოების მიზნით იქ ფრენების შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები