პატრიარქი ხვალ არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს ხმას. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.

“საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ხვალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. საარჩევნო ყუთს საპატრიარქოში მოიტანენ. კადრებს გაავრცელებს ტელევიზია “ერთსულოვნება”,-წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

საპატრიარქოს განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები