ამირან გამყრელიძე: ჯანდაცვის სამინისტროს გათვლით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის რვა ათასამდე საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალოდ 8 ათასამდე საწოლის გამოყოფაა შესაძლებელი.

მისივე თქმით, ზოგადად, ქვეყანაში 17 ათასი საწოლია.

„ყოველდღიურად ეს მაჩვენებელი იზრდება, იზრდება საავადმყოფოდან გამოწერის მაჩვენებელი. აქტიური ინფექციის დაახლოებით 20-დან 25% ადამიანები არიან საავადმყოფოებში, რეკომენდებულია, რომ ჰოსპიტალიზაცია იყოს 12%-დან 15-20%-ის ფარგლებში, ამიტომ, უნდა ვიანგარიშოთ, რომ ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვიდან ქვეყანაში უნდა გვქონდეს დაახლოებით 15-20%-ის თავისუფალი საწოლი, რომლებიც მიიღებენ ავადმყოფებს, სადაც საჭიროა ჰოსპიტალური მკურნალობა.

ზოგადად, ქვეყანაში 17 ათასი საწოლია. არის საწოლები, რომელსაც ვერ გამოიყენებ კოვიდისთვის – ფსიქიატრიული საწოლები, სამეანო და კიდევ რამდენიმე სპეციალიზირებული დასახელების საწოლი. ასეთი არის 12 ათასი ქვეყანაში და კოვიდის გარდა სხვა გამოწვევებიც არის. ამიტომ, როგორც ინფორმაცია მაქვს, ასეთი გათვლაა სამინისტროს მიერ, რომ დაახლოებით 8 ათასამდე საწოლის მობილიზება შეიძლება ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები